20:13 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ძაღლები თავშესაფარში

„ფორსაჟი 9“-ს გადაღებების გამო რუსთაველიდან გაყვანილი ძაღლები უკან დააბრუნეს

Sputnik / Ilya Pitalev
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1318)
262 0 0

ჰოლივუდური ბლოკბასტერის, „ფორსაჟი 9“ (Fast and Furious 9) გადაღებები რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთზე დღეს დასრულდა

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ჰოლივუდური ბლოკბასტერის - „ფორსაჟი 9“ (Fast and Furious 9) გადაღებების გამო რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთზე მობინადრე ძაღლები ისევ აღნიშნულ ტერიტორიას დაუბრუნდნენ, იუწყება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

„გადაღებისას ძაღლები ედევნებოდნენ მანქანებს და საავარიო სიტუაციას ქმნიდნენ, ამიტომ გადასაღებ მოედანზე შესული ცხოველები სააგენტომ როგორც მსახიობების, ასევე თავად ცხოველების უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანა. დღეს კი, გადაღებების დასრულებისთანავე, კვლავ თავიანთი ბინადრობის არეალში დააბრუნა“, - ნათქვამია სააგენტოს გვერდზე სოციალურ ქსელში.

თბილისში არსებული ცხოველების მუნიციპალური თავშესაფარი ყოფილმა კასკადიორმა, ამჟამად მძაფრსიუჟეტიანი ჰოლივუდური ფილმი „ფორსაჟი 9"-ის ექშნ-სცენების რეჟისორმა გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოში ცნობილი ფრენჩაიზის გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

მეტი ტექნიკა – „ფორსაჟის" გადაღებებში ვერტმფრენიც ჩაერთვება >>

როგორც ცნობილია, ამერიკული ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9"-ის გადაღებები (Fast and Furious) სახელმწიფო ბიუჯეტს 32 მლნ ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკის, შენობების იჯარა და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება.

თემები:
თბილისი დღეს (1318)

მთავარი თემები