03:35 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ბარათაშვილის ხიდი

შეზღუდვები ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე: ტრანსპორტის გადაადგილების სქემა

© photo: courtesy of Tbilisi City Hall
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (112)
175 0 0

მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის შეზღუდვა 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე იმოქმედებს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის შეზღუდვა 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისად, დაწესდება მოძრაობის შემდეგი განრიგი, კერძოდ:

– მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით, შესაბამისად ისინი მოძრაობას პირდაპირ, გვირაბის გავლით გააგრძელებენ, საიდანაც ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარჯვენა სანაპიროზე;

– მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ვერ იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩაზე (იუსტიციის სახლთან ასასვლელი პანდუსით) თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მძღოლებმა მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად მოძრაობა უნდა გააგრძელონ მარჯვენა სანაპიროზე და ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარცხენა სანაპიროზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომანქანების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.


 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (112)

მთავარი თემები