მთაწმინდის პარკი დაბადების დღეს აღნიშნავს

© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთაწმინდის პარკის გიგანტურ ბორბალზე საზეიმო განათებას თბილისის სხვადასხვა უბნიდან დაინახავენ.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკს 24 ივლისს 81 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით ორგანიზატორები სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავენ, ნათქვამია პარკის განცხადებაში.

პარკში მთელი დღის განმავლობაში თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შეუძლიათ გაართონ ბავშვები ატრაქციონებზე, მათ შორის „ამერიკულ მთებზე" 50%-იანი ფასდაკლებით.

მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო
მთაწმინდის პარკი და მისი ღირსშესანიშნაობები

ორგანიზატორების განცხადებით, საღამოს 8 საათზე კლუბ „ანდერვილის" ვერანდაზე გამოვა ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა", რომელიც ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ასევე დღესასწაულზე დაუკრავს დიჯეი.

მთაწმინდის პარკის სტუმრები 21:00 საათზე გიგანტური ბორბლის საზეიმო ანთებას იხილავენ. ეს სანახაობა თბილისის სხვადასხვა უბნებიდან გამოჩნდება.

მთაწმინდის პარკი დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. მისი ფართობია დაახლოებით 100 ჰექტარი. ის ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0