22:00 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
კახა კალაძე

კახა კალაძე: დიღმის ტყე-პარკს უნდა დავუბრუნოთ თავისი სტატუსი

photo: Kakha Kaladze / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1431)
10220

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. სიცრუეა ის ინფორმაცია, თითქოს მერია დიღმის ტყე-პარკში სახლების მშენებლობას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძე დღეს იმყოფებოდა აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე KIA MOTORS-ის ცენტრში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დიღმის ტყე-პარკს ემიჯნება, დასასვენებელი სივრცე შეიქმნება.

„დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი გასხვისებულია წინა ხელისუფლებების დროს. ამ ტერიტორიებზე მათ არავინ არაფერს ააშენებინებს. ჩვენ დაწყებული გვაქვს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების გამოსყიდვა, ადგილმონაცვლეობა იმისთვის, რომ პარკს დაუბრუნდეს თავისი სტატუსი და ქალაქს ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ავტოცენტრის ტერიტორიაზე შექმნილი მწვანე სივრცე დიღმის ტყე-პარკისგან არ იქნება გამოყოფილი რაიმე „ყრუ კედლით“ და იქ მისვლა და დასვენება ქალაქის ნებისმიერ მცხოვრებს შეეძლება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი სახლების მშენებლობა არ იგეგმება. მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე იყოს შესაძლებელი მოსასვენებელი ადგილის, ორანჟერიის გაკეთება, იქნება სხვადასხვა სახის კაფე–ბარები, რესტორანი, მწვანე სივრცეები. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ იყოს ღობე“, - განაცხადა კალაძემ.

ჩვენ დავიბრუნებთ ყველა ტერიტორიას, რომელიც დიღმის ტყე-პარკში იყო გასხვისებული და მოვაწყობთ პარკს, რომელიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, აღნიშნავს კალაძე.

დიღმის ტყე-პარკს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი 2019 წლის 15 მარტს საკრებულოს მიერ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით მიენიჭა.

თემები:
თბილისი დღეს (1431)

მთავარი თემები