„ეს სივრცე ჩვენია“ - რას აპროტესტებენ დიღმის ტყეში

© Environmental Protection Serviceდიღმის ტყე-პარკი
დიღმის ტყე-პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიღმის ტყე-პარკს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი  2019 წლის 15 მარტს საკრებულოს მიერ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით მიენიჭა

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. დიღმის ტყეში მოსახლეობა აქციას მართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
„გავიგუდეთ“ - რუსთავში მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ვიდეო

აქციის მონაწილეები დიღმის ტყე-პარკში 13 ათასი კვ/მ ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებასა და კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილას დაგეგმილია რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რაც მათთვის მიუღებელია და პროექტით საფრთხე ექმნება სახალხო სივრცესა და არსებულ ეკოსისტემას.

აქტივობების ორგანიზატორები, მათ შორის „ახალგაზრდა მწვანეები” და მოძრაობა „ვინ’მე”, მიიჩნევენ, რომ მშენებლობა ტყის იერსახეს მნიშვნელოვნად შეცვლის და ქალაქში არსებულ ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, გაიხსენოს ვაკის პარკის მაგალითი და ტერიტორია გამოისყიდოს ან ადგილმონაცვლეობის მეთოდს მიმართოს.

საქართველოს ეკოსისტემა საფრთხეშია – რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა >>

დიღმის ტყე-პარკს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი  2019 წლის 15 მარტს საკრებულოს მიერ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0