შშმ პირთა საპარკინგე ადგილით სარგებლობაზე ჯარიმა გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliარასწორად გაჩერებული ავტომობილები
არასწორად გაჩერებული ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება.

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის სარგებლობაზე ჯარიმა დღეიდან გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადგილები ტაქსის პარკირებისთვის - Sputnik საქართველო
თბილისში საათობრივი ფასიანი პარკირება იწყება - ფასები და შეღავათები

გავრცელებული ინფორმაციით,  საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება.

ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს 150-ლარიანი საურავი დაერიცხება. აქედან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.

1 აგვისტოდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე და მის მიმდებარე ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის გაჩერება უფასო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0