როდის დასრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისის არქიტექტურა
ძველი თბილისის არქიტექტურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. დედაქალაქის მერი  კახა კალაძე გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორი იქნება გუდიაშვილის განახლებული მოედანი>>>

გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები „თბილისის განვითარების ფონდმა“  2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დაიწყო. 

სამუშაოები ვახუშტის ხიდზე - Sputnik საქართველო
თბილისში „საცობები" შემცირდება: დასახელდა ვახუშტის ხიდის გახსნის თარიღი

პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თბილისის ძველი უბნების გაცოცხლება, მისი განახლება, რეაბილიტაცია.  არის ბევრი ძეგლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს დროულად შველას. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოედანის რეაბილიტაციის პროცესში სარდაფებში შუა საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს, რის გამოც რეაბილიტაციის პროცესში ცვლილებები შევიდა და სამუშაოებში ჩაერთნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში მდებარე შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს არქიტექტორულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას. სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი, მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. 

არქეოლოგიური აღმოჩენები გუდუაშვილის მოედანზე - Sputnik საქართველო
კალაძე: „გუდიაშვილის მოედანი რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იქნება“

რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს, არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც, რომლებიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია. 

რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობაც იგეგმება. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება.


 

ყველა ახალი ამბავი
0