გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashviliგმირთა მოედანი
გმირთა მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ავტოსატრანსპორტო ნაკადების შეწყვეტის გარეშე, 80 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისში, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გზაგამტარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველი არხი.

აღნიშნული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 953 094 ლარია. არსებული ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ავტოსატრანსპორტო ნაკადების შეწყვეტის გარეშე, 80 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. გმირთა მოედნის რეაბილიტაციაზე ტენდერი მიმდინარე წლის მაისშიც გამოცხადდა, თუმცა შესყიდვა უარყოფითი შედეგით დასრულდა. 

საგზაო ნიშნები - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება თბილისი–მანგლისის გზის რეაბილიტაცია

„გმირთა მოედნის ქვემოთ არსებული გვირაბი რაც გაკეთდა, მას შემდეგ ხელი არ უხლია არავის. არანაირი რეაბილიტაცია და სამუშაოები ჩატარებული არ ყოფილა. გვინდა ამ გვირაბის მოწესრიგება. 3.8 მილიონი დაჯდება ამ პროექტის განხორციელება, ეს 2019 წელს დასრულდება”, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გმირთა მოედანზე ჩატარებულმა მასშტაბურმა სამშენებლო სამუშაოებმა და 2015 წლის 13 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მიწისქვეშა გზაგამტარის ნაგებობაზე, რის გამოც მიწისქვეშა გზაგამტარი  რეაბილიტაციას საჭიროებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0