გადაღებები ციდან – თბილისში ქალაქის 3D რუკა იქმნება

გამოწერა
3D რუკა განსაკუთრებით თბილისის სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისთვის იქნება სასარგებლო.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. აეროფოტო და 3D რუკის შექმნის მიზნით თბილისის მასშტაბით საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

ვაკე-საბურთალო - Sputnik საქართველო
მერია თბილისის 3D რუკას ამზადებს

გადაღებებს ტენდერში გამარჯვებული ისრაელის კომპანია Offek-ი ახორციელებს. თბილისის თავზე ფრენების განხორციელებაზე ნებართვა 5 ივლისამდეა გაცემული, ფრენების მარშრუტი კი წინასწარ არის შეთანხმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საჰაერო ნავიგაციის სააგენტოსთან. მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე maps.tbilisi.gov.ge.

აღნიშნული 3D რუკა სასარგებლო იქნება არქიტექტურული, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის სამსახურებისთვის, ასევე ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურებისა და რაიონული მმართველობებისთვის.

გარდა 3D რუკისა, შემუშავდება კიდევ ერთი პროდუქტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა, რომელიც მოიცავს 516 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორიას.

ბოლოს თბილისში საჰაერო გადაღებები 2014 წელს განხორციელდა. ამასთან, თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ მსგავსი ხარისხის აეროგადაღებები პირველად ტარდება. მისი მიზანი, ორთოფოტო და 3D რუკის შექმნასთან ერთად, ქალაქი განაშენიანების კონტურების დაზუსტებაა.

ყველა ახალი ამბავი
0