რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია შაბათს 19:00 საათზეა დანიშნული, ადგილზე მომიტინგეთა ნაწილი რჩება

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება პირველი არხი.

მომიტინგეებმა მშვიდობიანი ხასიათის აქციის ნიშნად ხელები აღმართეს >>

პარასკევს საღამოს პარლამენტთან კვლავ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომლების წინა მიტინგზე დაკავებულების გათავისუფლებას და დემონსტრანტების დარბევისთვის შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. თავის მხრივ, ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა

ტელეარხის მონაცემებით, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე მომიტინგე რჩება. შენობის მიმდებარე ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

ღამით, გამოსვლების დროს ზოგიერთმა მომიტინგემ განაცხადა, რომ მჯდომარე აქციას მოაწყობდა და გზას არ გახსნიდა, სანამ ყველა დაკავებული აქტივისტი არ გათავისუფლდება.

საპროტესტო აქციის ოფიციალური ნაწილის დასასრულს, მისმა ორგანიზატორებმა მორიგი აქცია შაბათს 19:00 საათზე დააანონსეს.

21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქცია თბილისში, რომელიც რუსი დეპუტატის საპასუხოდ ჩატარდა, არეულობასა და მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შევარდნა სცადეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

ყველა ახალი ამბავი
0