ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშივლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას, მიიღოს ზომები რუსეთის იმ მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოში.  

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

„მიეცეთ რეკომენდაცია ტუროპერატორებსა და ტურაგენტებს, აკრძალვის მოქმედების პერიოდში... თავი შეიკავონ მოქალაქეებისთვის ტურუსტული პროდუქციის რეალიზაციისგან, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების გადაყვანას  (მათ შორის, კომერციულს) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე“, — ნათქვამია ბრძანებულებაში.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას, მიიღოს ზომები რუსეთის იმ მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოში.  

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმ სკანდალს უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0