21:47 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1571)
97 0 0

კახა კალაძემ თბილისში მშენებლობის წესების დარღვევისათვის სანქციების გამკაცრების ინიციატივა იმით ახსნა, რომ ჯარიმები ხშირად უმნიშვნელოა სამშენებლო კომპანიების სარგებლის ფონზე

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს გაუგზავნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის დაწესდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტია გამოცხადდება >>

საუბარია სანქციების გამკაცრებაზე სიმაღლის პარამეტრების დარღვევისათვის, უნებართვო მშენებლობისთვის, ასევე მშენებლობის შეჩერების შესახებ მუნიციპალური ინსპექციის აქტის შეუსრულებლობისთვის.

„ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები მშენებლობებთან დაკავშირებით და გავაათმაგეთ ჯარიმების ოდენობა. ამან შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს ის არ არის, რისი მიღწევაც გვინდა. როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით მშენებლობის დროს იღებენ“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ქალაქის ურბანულად სწორად განვითარება.

მერმა ხაზი გაუსვა, რომ ვერცერთი ჯარიმა, ბიუჯეტში შესული ვერცერთი თანხა ვერ შეედრება იმ ზიანს, რომელიც ქალაქს სამშენებლო ნორმების დარღვევამ შეიძლება მიაყენოს.

„აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, მიგვეღო გადაწყვეტილება და ამ პროცესების რადიკალიზაცია მოგვეხდინა. ეს ცვლილებები ზოგიერთ სამშენებლო დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს... დარწმუნებული ვარ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, გარკვეულწილად, მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს ქალაქში გვაწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თანამდებობაზე კალაძის არჩევის შემდეგ იგი სერიოზულად შეუდგა ქალაქში წესრიგის დამყარებას. ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ცვლილებები შეეხო, სამშენებლო სექტორია. 2018 წელს თბილისში სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე გაიზარდა.

მშენებლობის წესების დარღვევისთვის 2 მილიონამდე ჯარიმაა ამოღებული >>

თუ უკანონო მშენებლობა გაგრძელდება, სამუშაოების შეჩერების შესახებ დადგენილების მიუხედავად, ამაზე პასუხისმგებელი პირი 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.

იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, ჯარიმის მოცულობა 25 ათასი ლარი იქნება, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე კი - 20 ათასი ლარი.

20 ათასი ლარით დაჯარიმდება კერძო ტერიტორიაზე ხუთ სართულამდე საცხოვრებელი შენობების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის უნებართვოდ დაწყება; აგრეთვე მცირე საზოგადოებრივი შენობების, სამრეწველო საწარმოების დამხმარე ნაგებობებისა და დროებითი შენობების (კლასიფიკაციით III და IV კლასი) მშენებლობისა და რეკონსტრუქციის უნებართვოდ დაწყება.

ასევე იზრდება ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის შემთხვევაში, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე — 15-დან 20 ათას ლარამდე.

თემები:
თბილისი დღეს (1571)

მთავარი თემები