05:49 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1665)
150 0 0

ზაფხულის სეზონზე დედაქალაქის ქუჩებს სპეციალური მანქანებით მორეცხავენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისის ყველა ცენტრალურ გამზირსა და ქუჩას ყოველდღიურად სპეცტექნიკის მეშვეობით მორეცხავენ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის ათივე რაიონში მორეცხავს ქუჩებს.

„ქუჩების დატვირთულობიდან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ქუჩების, გამზირების მორეცხვა წინასწარ გაწერილ საათებში მოხდება. სეზონური მორეცხვის სამუშაოები თამარაშვილის ქუჩიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად მივყვებით", – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ.

მისი თქმით, ქუჩები ყოველდღიურად ზამთრის დადგომამდე მოირეცხება.

თბილისში 500-მდე ძაღლის პატრონი დააჯარიმეს>>

კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის ქუჩების მორეცხვის სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს. კომპანიის 100% წილის მფლობელია თბილისის მერია.

თემები:
თბილისი დღეს (1665)

მთავარი თემები