მდინარე ვერეზე საავტომობილო ხიდი აიგება

© photo : Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხიდის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისში ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელ ხიდს ააშენებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრეზენტაციაზე.

პოლიტიკა ითვალისწინებს პროფესიული ლაბორატორიების შექმნას, კოჯორში ახალგაზრდული სოფლის მშენებლობას, ახალ სპორტულ კომპლექსებს, თემატურ უფასო საზაფხულო ბანაკებს და ანაზღაურებად სტაჟირებას თბილისის მერიაში.

„წელს, აქვე ახლოს ვიწყებთ საავტომობილო ხიდის მშენებლობას, რათა უფრო სწრაფად მოხდეს ამ რაიონების დაკავშირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხიდი ერთმანეთს უნივერსიტეტის ქუჩას და წყნეთის გზატკეცილს დააკავშირებს. მის მშენებლობაზე, რომელიც 2020 წელს დასრულდება, დაახლოებით 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აღმოსავლეთ საქართველოში, დაშბაშის კანიონში უნიკალური შუშის ხიდი აიგება >>

გასული წლის ზაფხულში მერიამ გაარემონტა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ბაგების რაიონს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს აკავშირებს. ხიდის რეაბილიტაციაზე 515 ათასი ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0