22:42 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
დაშბაშის კანიონი

აღმოსავლეთ საქართველოში, დაშბაშის კანიონში უნიკალური შუშის ხიდი აიგება

Sputnik / Anna Anastasiadi
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (162)
30410

დაშბაშის კანიონში შუშის ხიდსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას მოაწყობენ

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ქვემო ქართლში, დაშბაშის კანიონში ერთ წელიწადში უნიკალურ შუშის ხიდს ააგებენ, რომელიც საქართველოში ტურისტების რაოდენობას ერთი მილიონით გაზრდის, განაცხადა სამშენებლო კომპანია Kass Land-ის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ.

Проект моста в каньоне Дашбаши
Courtesy by Agency of Protected Areas
ხიდის პროექტი დაშბაშის კანიონში

შუშის ხიდის წყალობით ვიზიტორები კანიონის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას შეძლებენ.

„ეს ხიდი იქნება უნიკალური და განსაკუთრებული არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შუშის ხიდის შუაში განთავსდება ბრილიანტის ფორმის ბარი, საიდანაც ვიზიტორების თვალწინ დაშბაშის კანიონის დაუვიწყარი ხედი გადაიშლება,“ - აღნიშნა თორდიამ.

ხიდის მშენებლობის გარდა, კომპანია Kass Land ეკოტურიზმის გასავითარებლად 83 ჰექტარ მიწაზე შესაბამის ინფრასტრუქტურასაც მოაწყობს. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვების შემდეგ კომპანიამ იტვირთა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა: კაფეებისა და რესტორნების, აუზების, დამთვალიერებელთა ცენტრის, კანიონისკენ მიმავალი ბილიკებისა და სხვ.

კომპანიამ შეიძინა კანიონის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სასტუმრო ტიპის კოტეჯები აიგება. გარდა ამისა, Kass Land-მა მუსიკალური ფესტივალების ჩასატარებლად დამატებით იჯარით აიღო ტერიტორია, რომელიც 100 ათასამდე ადამიანს დაიტევს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტირება. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.

კომპანია Kass Land-მა იტვირთა ასევე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ყაზბეგის ეროვნულ პარკში. აქ მოეწყობა გზები თავისი შუშის დასათვალიერებელი მოედნებით.

დაშბაშის კანიონისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიები კომპანიას იჯარით 45 წლის ვადით გადაეცა. კომპანიამ უნდა განახორციელოს არანაკლებ 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია და ბიუჯეტს ყოველწლიურად ბრუნვიდან 5%, ასევე 70 ათასი ლარი უნდა გადაურიცხოს.

საქართველოს პირველი დაცული ტერიტორია - ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა.

ამჟამად საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართი 596,1 ათას ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8,57%-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყითაა დაფარული. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (162)

მთავარი თემები