https://sputnik-georgia.com/20190605/Tbilisis-aeroportis-gzatkecili-ori-TviT-iketeba-245489805.html
მძღოლების საყურადღებოდ! თბილისის აეროპორტის გზატკეცილი ორი თვით იკეტება
მძღოლების საყურადღებოდ! თბილისის აეროპორტის გზატკეცილი ორი თვით იკეტება
Sputnik საქართველო
თავდაპირველად მოძრაობა აიკრძალება ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, შემდეგ კი - საპირისპირო მიმართულებით 05.06.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-06-05T21:29+0400
2019-06-05T21:29+0400
2021-10-19T16:58+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24041/08/240410895_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_3c47b3a569220665e4cbc721b29ac15c.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24041/08/240410895_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_dfe8282a15e71aac4be250335298a9da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველო
მძღოლების საყურადღებოდ! თბილისის აეროპორტის გზატკეცილი ორი თვით იკეტება
21:29 05.06.2019 (განახლებულია: 16:58 19.10.2021) თავდაპირველად მოძრაობა აიკრძალება ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, შემდეგ კი - საპირისპირო მიმართულებით
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება, იუწყება პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.
აკრძალვა 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს.
სამუშაოები საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე განხორციელდება – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.