მძღოლების საყურადღებოდ! თბილისის აეროპორტის გზატკეცილი ორი თვით იკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად მოძრაობა აიკრძალება ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, შემდეგ კი - საპირისპირო მიმართულებით

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება, იუწყება პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
ჭავჭავაძის გამზირი გადაიკეტა: ტრანსპორტის გადაადგილების სქემა

აკრძალვა 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს.

სამუშაოები საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე განხორციელდება – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.

ყველა ახალი ამბავი
0