კახა კალაძე 10-მეტრიანი ავტობუსის საჭეს მიუჯდა

გამოწერა
თბილისში თანამედროვე ავტობუსების პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა გამართეს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. MAN-ის მარკის ერთ-ერთი ახალი ავტობუსის საჭეს, რომელიც თბილისის ქუჩებში 13 მაისიდან გამოჩნდება, თბილისის მერი კახა კალაძე მიუჯდა.

თბილისელებს ახალი ავტობუსების ფერის არჩევა შესთავაზეს>>>

ახალი 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. შედარებისთვის ერთმანეთის პირისპირ ახალი და ძველი ავტობუსები – მწვანე MAN-ი და ყვითელი „ბოგდანები" დააყენეს.

„ეს წარსულია, ეს კი მომავალი და მოხარული ვარ, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ 80 ერთეული ახალი ავტობუსის შეძენის შესაძლებლობა მოგვეცა. მათგან 50 უკვე ქალაქშია და ორშაბათიდან ჩვენს თანამოქალაქეებს მოემსახურება", – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ მამუკა ბახტაძეს თბილისის ავტობუსების პარკის განახლების პროექტის რეალიზაციაში დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც ჩვენ მიერ დაანონსებული „მწვანე პოლიტიკის" ნაწილია. ძალზე მოხარული ვარ, რომ კახამ თავის გუნდთან ერთად ასეთ მოკლე დროში შეძლო ამ პროექტის განხორციელება", – განაცხადა ბახტაძემ პრეზენტაციაზე.

ISUZU-ს ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისში 220 ახალი რვამეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

კალაძემ აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსების ფერი თავად თბილისელებმა შეარჩიეს – გამოკითხვაში მონაწილეთა 60%-მა მხარი მწვანე ფერს დაუჭირა.

თბილისის მერის განცხადებით, წლის ბოლომდე დედაქალაქში 220 ახალი 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები გამოჩნდება.

კიდევ 200 ავტობუსს, 12-მეტრიანს, მერია 2020 წელს შეიძენს.

თბილისის მერია ავტოპარკს ეტაპობრივად აახლებს. ამჟამად დედაქალაქში 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია 143. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტობუსები დღეში საშუალოდ 109,5 ათას კილომეტრს გადიან და ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0