კალაძე თბილისში მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს გამართავს

© photo: Sputnik / Stringerსტუდენტების ჯგუფი თბილისის ქუჩაში
სტუდენტების ჯგუფი თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 36 უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრებებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში და შემოქმედებით კონკურსებში.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისში გაიმართება სტუდენტური ფესტივალი, რომელიც საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქს გააერთიანებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ფესტივალი ათი დღის განმავლობაში, 7-16 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის 36 უნივერსიტეტის სტუდენტები. კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ამ პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე - Sputnik საქართველო
„აღდგომიდან ამაღლებამდე": ფესტივალი მდიდარ და საინტერესო პროგრამას გვთავაზობს

„რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუდენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტური სივრცე დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა და მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს უმასპინძლებს", – განაცხადა კალაძემ.

ფესტივალის მსვლელობისას ჩატარდება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში და შემოქმედებითი კონკურსები. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება არასაკონკურსო ღონისძიებები ინოვაციების, კულინარიისა და ექსტრემალური სპორტის სფეროებში.

უნივერსიტეტები გახსნილია თბილისში, ბათუმში, თელავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში.

ყველა ახალი ამბავი
0