თბილისელებს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსება გაეზრდებათ

© Pixabay / Engin_Akyurtქირურგიული ინსტრუმენტები
ქირურგიული ინსტრუმენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში დარეგისტრირდნენ თბილისში.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის საერთო ღირებულებიდან 70 ათას ლარს დააფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

უფრო ადრე მერია 60 ათასი ლარით აფინანსებდა ამ ოპერაციას, რომლის ღირებულება საორიენტაციოდ 120 ათასი ლარია.

„ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა ვისურვებდი, რომ არავის არასდროს დასჭირდეს მსგავსი ტიპის ოპერაცია", – განაცხადა კალაძემ.

სისხლის ცენტრი ნოვოსიბირსკში - Sputnik საქართველო
С ჰეპატიტი საქართველოში - მკურნალობა 150 ათას ადამიანს სჭირდება

მერის განცხადებით, ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში დარეგისტრირდნენ თბილისში.

გასულ წელს ათი ასეთი ოპერაცია დაფინანსდა, აღნიშნა მერმა. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის დაფინანსების პროგრამა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც ის მერად არჩევის შემდეგ ახორციელებს.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბევრად ეფექტური და ძალიან ხშირად ერთადერთი რადიკალური მეთოდია ღვიძლით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ. დაავადებებს შორისაა ღვიძლის ციროზი, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები. საქართველოს კანონმდებლობით, ორგანოს გადანერგვისას დონორი აუცილებლად პაციენტის ნათესავი უნდა იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0