03:50 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
სამუშაოები ვახუშტის ხიდზე

თბილისში „საცობები" შემცირდება: დასახელდა ვახუშტის ხიდის გახსნის თარიღი

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,4 მილიონი ლარი გამოიყო.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ვახუშტის ხიდის რემონტი დაგეგმილზე ადრე – მიმდინარე წლის მაისში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ხიდის გარემონტების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღეს მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევების საფუძველზე. სამუშაოები 2019 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. რემონტის გამო ვახუშტის ხიდი პერიოდულად იკეტება.

„როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ვადა ხუთი თვით განისაზღვრა, თუმცა, რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დამთავრდება, მაისში... მოძრაობა მთლიანად სწორედ ამ დროს აღდგება", – აღნიშნა კალაძემ ვიდეოში, რომელიც მის Facebook-გვერდზეა განთავსებული.

მისი განცხადებით, შემდეგ კვირაში დასრულდება ერთ ზოლზე გზის მოასფალტება, ხოლო შემდეგ სამუშაოები მეორე ზოლზე გაგრძელდება.

კალაძის თქმით, ხიდზე ჩატარდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხიდის საყრდენები მთლიანად შეიცვალა. საბჭოთა კავშირის დროს ამგვარი კონსტრუქციის 11 ხიდი აშენდა და აქედან 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში მხოლოდ ეს ხიდი შენარჩუნდა და მისი მდგომარეობა უკვე სავალალო იყო. მერის განცხადებით, ხიდს მთლიანად მოაწესრიგებენ და შემდეგ ორი წლის განმავლობაში დააკვირდებიან.

დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაკტიონ ბუაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ხიდზე მუშაობის დროს გამოვლინდა დაზიანებები, რომლებიც თავდაპირველად ვიზუალურად არ ჩანდა.

ვახუშტის ხიდი 1978 წელს აშენდა. მისი სიგრძეა 220,5 მეტრი, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – 21 მეტრი.

მთავარი თემები