თბილისის აეროპორტი კვლავ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ნუსხაში მოხვდა

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აეროპორტების შეფასებისას 13 მილიონზე მეტი მგზავრის მოსაზრება გაითვალისწინეს

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში მოხვდა, ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტები: მგზავრთა ნაკადი მეოთხედით გაიზარდა

საუკეთესო აეროპორტები ლონდონში 27 მარტს, ღონისძიებაზე Skytrax World Airport Awards 2019 გამოავლინეს. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა აღმოსავლეთ ევროპის ათი საუკეთესო აეროპორტი. თბილისის გარდა, ათეულში არიან ბუდაპეშტის, ტალინის, კიევი -ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, ბრატისლავის, რიგის, ზაგრებისა და სოფიის აეროპორტები.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს. World Airport Awards მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობა.

TAV-Georgia - თურქული კომპანიაა, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს. ის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და 2027 წლამდე გააგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0