10:03 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840
კახა კალაძე

კალაძემ თბილისის მეტროს ერთ-ერთი სადგური დაიწუნა

© Sputnik / Denis Aslanov
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (199)
146 0 0

ქალაქის თავი დარწმუნებულია, რომ მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგურის რემონტის პროექტი გადასახედია

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე უკმაყოფილოა მეტროს სადგურ „ავლაბრის" სარემონტო სამუშაოებით. ამის შესახებ მან ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სარემონტო სამუშაოები სადგურ „ავლაბარში" 2017 წელს დაიწყო. გეგმის მიხედვით, რემონტი ამა წლის თებერვლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ის გაურკვეველი პერიოდით გაჭიანურდება.

კალაძე: მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება>>

„გუშინ მეტროსადგურ „ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანი და მიმაჩნია, რომ მათი წარმოება ამ ფორმით და დიზაინით, პირადად ჩემთვის და ალბათ, ყველასთვის, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. იმან, რასაც გავაკეთებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს და საუკეთესოდ უნდა იყოს შესრულებული. ვფიქრობ, რომ არსებული პროექტი გადასახედია", - განაცხადა კალაძემ.

მერმა თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან" ერთად გადახედონ პროექტს, რათა სამუშაოები სადგურში რაც შეიძლება მალე განახლდეს.

მეტროს სადგურ „ავლაბრის" აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შესახებ შეთანხმება 2017 წლის სექტემბერში უკრაინულ კომპანია „კიევმეტროსტროისთან" გაფორმდა. სამუშაოები 2018 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და დასრულების თარიღად 2019 წლის 20 თებერვალი დაასახელა. რადგან კომპანიამ კვლავ ვერ შეძლო საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება, დამატებითი კვლევების შემდეგ აღდგენით სამუშაოებს უკვე სხვა კომპანია ჩაატარებს. ეს კომპანია მოგვიანებით გამოვლინდება.

თემები:
თბილისის მერია (199)

მთავარი თემები