„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 6 თბერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

დიდგორის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, შოვის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების სტუდქალაქის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VI, IX კვარტლების და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის "ა", I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და გელა ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტოლენჯის, წალენჯიხის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0