თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 თბერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
დიდგორის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, შოვის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების სტუდქალაქის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VI, IX კვარტლების და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის "ა", I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და გელა ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტოლენჯის, წალენჯიხის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.