თბილისში, შესაძლოა, ახალი საბაგირო გზა გაიხსნას

გამოწერა
კვლევის თანახმად, საბაგირო გზების განვითარებას თბილისში დიდი პოტენციალი გააჩნია.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში ახალი საბაგირო გზის მშენებლობის მიზნით თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის თანამშრომლებს ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ შემოთავაზებული ყველაზე საინტერესო მარშრუტის შერჩევა დაავალა.

„2016-2017 წლებში ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ ჩატარებული იყო კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი არის სამგორი, ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრის, ზღვის უბნის მარშრუტები", – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

საბაგირო - Sputnik საქართველო
მაღლივი-ბაგების საბაგიროს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

ამჟამად საბაგირო გზა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებამდე ჯერჯერობით დამატებით მოწმდება და ის ყველა გამოცდის გავლის შემდეგ ამოქმედდება.

კიდევ ერთი საბაგირო გზის ბედი, რომელმაც რუსთაველის გამზირი მთაწმინდასთან უნდა დააკავშიროს, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ქვედა და ზედა სადგურების ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა 2016 წელს დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0