მზადება „თბილისობისთვის“: დღეიდან ქალაქში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

გამოწერა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა „თბილისობის“ დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. „თბილისობის“ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამზადისის გამო დღეიდან ქალაქში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება, იუწყება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

კერძოდ: დილის 05:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე, ასევე აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით.

მოძრაობა შესაძლებელია თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

თბილისობა - Sputnik საქართველო
„თბილისობა – 2018": დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა

21:00 საათიდან შეიზღუდება მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე, ასევე ახვლედიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ბარათაშვილის ხიდს, მისი მარცხენა პანდუსი სრულად გადაიკეტება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს განკუთვნილ ზოლში: ახვლედიანის აღმართიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა „თბილისობის“ დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

„თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება. ამიერიდან დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება. „თბილისობის“ დღესასწაული პირველად 1979 წელს აღინიშნა ცნობილი ქართველი მოგზაურის, ეთნოგრაფისა და ჟურნალისტის გვანჯი მანიას ინიციატივით. 1989-1994 წლებში ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო „თბილისობა“ არ ჩატარებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0