13:11 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
ავტობუსი გაჩერებაზე

„ღამის ავტობუსები“ თბილისში სექტემბრიდან იმოძრავებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1421)
292 0 0

ავტობუსების ღამის რეისების დამატება თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარებაში პირველი ეტაპი გახდება

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სექტემბრის შუა რიცხვებიდან პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში დედაქალაქის ქუჩებში ავტობუსების დამატებითი რეისები დაინიშნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ღამის თბილისის განვითარება კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის მიიჩნევს, რომ ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება ახალი სტარტაპების წახალისებას და დედაქალაქის შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს.

„პირველი პროექტით მოხდება ავტობუსების დამატება ღამის საათებში, პარასკევსა და შაბათს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკვე ეს პროექტი ამოქმედდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, ოქტომბერში თბილისში გაიმართება საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ღამის ეკონომიკის საკითხებს მიეძღვნება.

„ფორუმზე  მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ქალაქების ღამის მერები. ჩვენ ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ, რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა“, — განაცხადა კალაძემ.

თბილისის ღამის განვითარების პროექტი იწყება: ხელმძღვანელი – ცნობილი მუსიკოსი >>

„ღამის ეკონომიკის“ განვითარების კონცეფციის პროექტს ცნობილი ტელეპროდიუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს.

 

 

 

 

თემები:
თბილისი დღეს (1421)

მთავარი თემები