თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გუნდის აქტიურ წევრად რჩება.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, ალექსანდრე ტოგონიძე მერიაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები სიგელებით დააჯილდოვა

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილს და აღნიშნა, რომ ის გუნდის აქტიურ წევრად რჩება. კერძოდ, მირზიკაშვილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ჩარჩო-გეგმების მიმართულებით იმუშავებს, ასევე, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციას შემუშავებას ჩაუდგება სათავეში.

რუსუდან მირზიკაშვილი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე საკრებულომ მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. ეს სამსახური მერიაში სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0