თბილისის მერიამ ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები სიგელებით დააჯილდოვა

გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, ეს ადამიანები ქვეყანას მუდამ სჭირდება

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ცნობილ ქართველ ხელოვანებს — ლიანა ისაკაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ანზორ ერქომაიშვილს, გია ყანჩელსა და ალექსანდრე ხომერიკს იუბილე მიულოცა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" სიგელები გადასცა.

თენგიზ არჩვაძე - Sputnik საქართველო
„ხელოვნების ქურუმი“: თენგიზ არჩვაძეს უმაღლეს ჯილდოს გადასცემენ

"რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებს ჰქონდათ იუბილე. დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო, ჯანმრთელობა ვუსურვო პირველ რიგში, დღეგრძელობა და წარმატებები. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გყავს ასეთი წარმატებული ადამიანები. ისინი ყოველთვის სჭირდება ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას", — განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ლიანა ისაკაძე ბრწყინვალე მუსიკოსი და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ქართველი მევიოლინეა. მას 2 აგვისტოს 72 წელი შეუსრულდა. საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ყველასთვის საყვარელ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს კი 3 აგვისტოს დღეს 86 წელი შეუსრულდა. ხალხური მომღერალს, საგუნდო დირიჟორსა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს ჰქონდა იუბილე. ასევე, 10 აგვისტოს იყო იუბილარი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი. 13 აგვისტოს კი 70 წელი შეუსრულდა ცნობილ ქართველ ოპერის მომღერალს ალექსანდრე ხომერიკს.

ყველა ახალი ამბავი
0