შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობაზე თბილისში დამოუკიდებლობის დღეს - მარშრუტების სქემა

© photo: Sputnikთბილისი, თავისუფლების მოედანი
თბილისი, თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში 24, 25 და 26 მაისს ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის დღე 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელიწადი იარსება.

რუსთაველის გამზირი დამოუკიდებლობის დღეს - Sputnik საქართველო
წარსული აწმყოში: როგორი იქნება თბილისი 26 მაისს

ამჟამად დედაქალაქის ცენტრში საზეიმო ღონისძიებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ტრანსპორტის მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ეტაპობრივად შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები შეიცვლება.

ხუთშაბათს შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ პუშკინის ქუჩისკენ. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩის გავლით.

კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩაზე მობრუნდება და უკუმიმართულებით სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

პარასკევს, 25 მაისს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. აქედან გამომდინარე, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ და უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან

რაც შეეხება 26 მაისს, ტრანსპორტის მოძრაობა ასევე აიკრძალება ბარათაშვილის ქუჩაზეც. ამგვარად, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, შემდეგ ბარათაშვილის ხიდზე აუხვევს და ავლაბრის მოედანზე მობრუნდება.

ქეთევან წამებულის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავლაბრის მოედანზე მობრუნდება და უკუმიმართულებით იმოძრავებს, ხოლო ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, მშრალ ხიდზე აუხვევს, შემდეგ ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და სვლას უკუმიმართულებით განაგრძობს.

მარშრუტები, რომლებიც ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, მოძრაობას ზაარბრიუკენის (ყოფილი ვორონცოვის) მოედანზე დაასრულებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0