თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დღეიდან თბილისში, ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, პეტარდებისა და ფეიერვერკების გაშვება იკრძალება ღამის 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე.
ღამის საათებში ნებისმიერი პიროტექნიკის გამოყენება, გარდა ახალი წლისა, ძველი სტილით ახალი წლისა, 9 აპრილისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა, ისჯება ჯარიმით 150 ლარის ოდენობით — ფიზიკური პირების შემთხვევაში, და 500 ლარით — იურიდიული პირების შემთხვევაში. განმეორებითი დარღვევისას ჯარიმა ორმაგდება.
ამას გარდა, საქართველოში ასევე აიკრძალა ხმაური, თუმცა მუშაობა დასაშვებ ნორმებზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 150 ლარის ოდენობით — ფიზიკური პირების შემთხვევაში, და 500 ლარით — იურიდიული პირების შემთხვევაში. ყოველი მომდევნო დარღვევისას ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.
წინასწარი მონაცემებით, ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ჩაითვლება არა უმეტეს 35 დეციბელისა დღისით და 30 დეციბელისა ღამით. სავაჭრო ობიექტებში — 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35 დეციბელი.
ბარებისა და რესტორნებისთვის შეზღუდვები დაწესდება იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილითაა ისინი დაშორებული მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან. დაბალსართულიანი შენობის მახლობლად დღისით დაშვებული იქნება 50 დეციბელამდე ხმაური, ღამით კი — 40 დეციბელი. მაღალსართულიანი სახლების მახლობლად: დღისით — 55 დეციბელი, ღამით — 45.