01:53 22 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
ხეების მოჭრა

თბილისში 700-ზე მეტი ხე მოჭრეს

© Sputnik/ Константин Чалабов
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
21 0 0

თბილისში ხეების მოჭრა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. ბუნების დამცველები თითოეულ ფაქტს ადევნებენ თვალს და საპროტესტო აქციებს მართავენ.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. 2016 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში თბილისში 709 ხე მოჭრეს, აქედან 500 დაზიანებული, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მასალებში.

საქართველოს პარლამენტმა სამშენებლო კომპანიებისთვის ჯანმრთელი ხეების მოჭრის უფლების მინიჭების შესახებ კანონის პროექტის განხილვა დაიწყო ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მშენებლობის შემთხვევაში. კანონპროექტის ინიციატორმა ხეების მოჭრის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ თბილისის ტერიტორია, ძირითადად, ხეებით არის დაფარული, რაც მშენებლობის დაწყებას ართულებს.

IDFI-მ თბილისის მერიიდან ხეების მოჭრის სტატისტიკა გამოითხოვა და გაარკვია, რომ 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით 709 ხე მოიჭრა, 2015 წელს კი 1088. ამასთან, დაზიანებული ხეები 2016 წელს 500, ხოლო 2015 წელს — 111 იყო. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე გაარკვია, რომ 2016 წელს თბილისში უკანონოდ მოჭრეს 284 ხე, 2015 წელს კი 839.

თბილისის მერიაში ხეების მოჭრა სანიტარული ზომებით ახსნეს.

„2016 წელს ჩვენ ხეების სანიტარული ჭრა ჩავატარეთ… სანიტარული მოჭრა საჭიროა იმისთვის, რათა დაზიანებულმა და ავადმყოფმა ხეებმა არ დააზიანონ ჯანმრთელი ხეები“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი კონფლიქტი 2016 წლის აგვისტოში გაჩაღდა. სამშენებლო კომპანამ ყაზბეგის გამზირზე რამდენიმე ხე მოჭრა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოძრაობა „პარტიზანმა მებაღეებმა“ რამდენიმედღიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და მის პარალელურად გრძელდება მშენებლობაც.

მთავარი თემები