მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უიტკოფი ამერიკელი სენატორებისთვის უკრაინის საკითხზე დახურულ ბრიფინგს გამართავს

© photo: Sputnik / Igor Mikhaliovკაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2026
გამოწერა
უიტკოფი ერთადერთ მომხსენებლად არის მითითებული, ღონისძიება საიდუმლო განხილვებისთვის განკუთვნილ დარბაზში გაიმართება
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკრაინის საკითხზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის პირველ დახურულ ბრიფინგს 1-ე დეკემბერს გამართავს.
ღონისძიება დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრის სენატის სექციის 217-ე დარბაზში. აღნიშნული სივრცე გამოიყენება სენატის კომიტეტის დახურული ბრიფინგებისთვის, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციის განხილვისთვის. ამ ეტაპზე უიტკოფი ერთადერთ მომხსენებლად არის მითითებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვს სურს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტა მშვიდობიანი დარეგულირების გზით. მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა კიევის მხრიდან ასეთ სურვილს ვერ ხედავს.
ყველა ახალი ამბავი
0