https://sputnik-georgia.com/20261128/rkinigzaze-gadazidvebi-gaizarda-301957461.html
საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვები გაიზარდა - ახალი მონაცემები
საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვები გაიზარდა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2026 წლის ივლის-სექტემბერში რკინიგზის მომსახურებით 700 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 20,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 28.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-28T11:37+0400
2026-11-28T11:37+0400
2026-11-28T11:37+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449263_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_821dfa16fdd224a4840dd8b90d121e23.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2026 წლის მესამე კვარტალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,8%-ით გაიზარდა და 4,1 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 5,7% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 32,1% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 62,1% ტრანზიტზე.მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 22,1% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 77,9% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22,2% გამოგზავნილია რუსეთიდან, 22,1% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 55,7%).ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია სომხეთში (24,4%), ყაზახეთში (8%) და რუსეთში (7%).ტრანზიტი„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 9,2% გადაზიდულია თურქეთში, 8,3% - ნიდერლანდებში, 5,7% - ჩინეთში,1,8% - იტალიაში, 1,1% - უკრაინაში, 0,7% – რუმინეთში,აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 4,8%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3,9%-ის – თურქეთი.რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34,7% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 21,5% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 11,5% - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე.სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 61,4% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 15,8 - სატრანსპორტო აღჭურვილობაზე, 14,8% კი კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47,3%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (13,7%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (7,9%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (7,8%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (7,7%), ძირითადი ლითონები (6,5%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2,5%), ხე-ტყე და კორპისგან დამზადებული პროდუქცია (2,5%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (2,5%), მანქანა-დანადგარები (1,8%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.ამასთან, ექსპორტირებულია საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25,8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (24,9%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (12,6%), ძირითადი ლითონები (12,5%).სამგზავრო გადაზიდვები2026 წლის ივლის-სექტემბერში რკინიგზის მომსახურებით 700 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 20,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.საანგარიშო პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 13,6%-ით გაიზარდა და 164,5 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 619,8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 87,5%-ს შეადგენს და 8,1%-ით მეტია 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 88,2 ათასი მგზავრი, რაც 5,6-ჯერ მეტია 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 35,5% შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ხოლო აზერბაიჯანში გაემგზავრა 36,8%. სომხეთიდან ჩამოვიდა 12,6%, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 15,1%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449263_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_69a9802ada44831db6a18b723da9eca5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს რკინიგზა
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვები გაიზარდა - ახალი მონაცემები
2026 წლის ივლის-სექტემბერში რკინიგზის მომსახურებით 700 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 20,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2026 წლის მესამე კვარტალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,8%-ით გაიზარდა და 4,1 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 5,7% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 32,1% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 62,1% ტრანზიტზე.
მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 22,1% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 77,9% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22,2% გამოგზავნილია რუსეთიდან, 22,1% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 55,7%).
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია სომხეთში (24,4%), ყაზახეთში (8%) და რუსეთში (7%).
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 9,2% გადაზიდულია თურქეთში, 8,3% - ნიდერლანდებში, 5,7% - ჩინეთში,1,8% - იტალიაში, 1,1% - უკრაინაში, 0,7% – რუმინეთში,
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 4,8%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3,9%-ის – თურქეთი.
რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34,7% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 21,5% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 11,5% - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 61,4% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 15,8 - სატრანსპორტო აღჭურვილობაზე, 14,8% კი კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47,3%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (13,7%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (7,9%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (7,8%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (7,7%), ძირითადი ლითონები (6,5%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2,5%), ხე-ტყე და კორპისგან დამზადებული პროდუქცია (2,5%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (2,5%), მანქანა-დანადგარები (1,8%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.
ამასთან, ექსპორტირებულია საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25,8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (24,9%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (12,6%), ძირითადი ლითონები (12,5%).
2026 წლის ივლის-სექტემბერში რკინიგზის მომსახურებით 700 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 20,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 13,6%-ით გაიზარდა და 164,5 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 619,8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 87,5%-ს შეადგენს და 8,1%-ით მეტია 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 88,2 ათასი მგზავრი, რაც 5,6-ჯერ მეტია 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 35,5% შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ხოლო აზერბაიჯანში გაემგზავრა 36,8%. სომხეთიდან ჩამოვიდა 12,6%, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 15,1%.