https://sputnik-georgia.com/20261128/patimrebma-bavshvebistvis-satamashoebi-daamzades-301965774.html
პატიმრებმა სსსმ ბავშვებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს
პატიმრებმა სსსმ ბავშვებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანი მსჯავრდებულთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა და მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებაა. 28.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-28T18:37+0400
2026-11-28T18:37+0400
2026-11-28T18:37+0400
საქართველო
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის №178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის (სსსმ) სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროექტი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. სამსახურის ცნობით, სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და დაფარულია ბავშვებისთვის უსაფრთხო, არატოქსიკური საღებავებით. ისინი მოსწავლეებში შემეცნებითი უნარებისა და წარმოსახვის განვითარებას ემსახურებაღნიშნული ინიციატივა პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სათამაშოები ეტაპობრივად გადაეცემა სხვადასხვა საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. მანამდე მსჯავრდებულების მიერ დამზადებული სათამაშოები თბილისის №94 და №108, რუსთავის №28 საჯარო სკოლების, ასევე საჩხერის №2 საჯარო სკოლისა და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის აღსაზრდელებს გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი ამბები
პატიმრებმა სსსმ ბავშვებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს
პროექტის მიზანი მსჯავრდებულთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა და მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებაა.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის №178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის (სსსმ) სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
სამსახურის ცნობით, სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და დაფარულია ბავშვებისთვის უსაფრთხო, არატოქსიკური საღებავებით. ისინი მოსწავლეებში შემეცნებითი უნარებისა და წარმოსახვის განვითარებას ემსახურებ
„პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და ასევე ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ინიციატივა პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სათამაშოები ეტაპობრივად გადაეცემა სხვადასხვა საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.
მანამდე მსჯავრდებულების მიერ დამზადებული სათამაშოები თბილისის №94 და №108, რუსთავის №28 საჯარო სკოლების, ასევე საჩხერის №2 საჯარო სკოლისა და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის აღსაზრდელებს გადაეცა.