მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კიევმა 67 რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2026
გამოწერა
მანამდე უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები არაერთხელ დააწესა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებებს რუსეთის ფედერაციის 81 მოქალაქისა და 67 რუსული კომპანიის, მათ შორის პოლიგონ Капустин Яр-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
„ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებითაც აამოქმედა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „სანქციების გამოყენების შესახებ“, – ნათქვამია ზელენსკის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების პირველ პაკეტში შევიდა 44 რუსეთის მოქალაქე და 31 რუსული კომპანია, მათ შორის „საპსანი“, „მავიტექი“ და „სიგნალი“. სანქციების მეორე პაკეტში შევიდა რუსეთის ფედერაციის 37 მოქალაქე და რუსეთის 36 კომპანია, მათ შორის პოლიგონი Капустин Яр-ი, „აგრეგატი“ და „ნოვი რუბეჟი“.
მანამდე უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები არაერთხელ დააწესა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
ყველა ახალი ამბავი
0