https://sputnik-georgia.com/20261128/it-speroshi-saxelmwipo-dapinansebit-1000-studenti-iswavlis-301965555.html
სახელმწიფო დაფინანსებით IT სფეროში სწავლას კიდევ 1 ათასი სტუდენტი იწყებს
სახელმწიფო დაფინანსებით IT სფეროში სწავლას კიდევ 1 ათასი სტუდენტი იწყებს
Sputnik საქართველო
პროგრამა Do IT in Georgia-ს ნაწილია და ციფრულ სფეროში მოთხოვნადი კადრების მომზადებას ისახავს მიზნად. 28.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-28T18:00+0400
2026-11-28T18:00+0400
2026-11-28T18:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24051/18/240511829_0:145:2815:1728_1920x0_80_0_0_681216410f808b4aa9fe3f6b4fb1202c.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „5 000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 ათასი პლიკანტი სწავლას 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა Do IT in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება და ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადებას ისახავს მიზნად. სააგენტოს ცნობით, პროგრამის ბოლო ნაკადზე აპლიკანტები 23 ათასზე მეტი განაცხადიდან შეირჩნენ. სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიმდინარე ნაკადის ფარგლებში აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი კურსები ოთხი ძირითადი მიმართულებიდან აერჩიათ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა/მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტი (AI). ჩარიცხული აპლიკანტების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: GITA-ს ცნობით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაზე დაფიქსირდა, სადაც 3 798 აპლიკანტი დარეგისტრირდა. IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge. აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერის დაგეგმვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24051/18/240511829_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d47ef89c73a782207d2bfd00ebf83d29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, განათლება საქართველოში , თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები, საზოგადოება
სახელმწიფო დაფინანსებით IT სფეროში სწავლას კიდევ 1 ათასი სტუდენტი იწყებს
პროგრამა Do IT in Georgia-ს ნაწილია და ციფრულ სფეროში მოთხოვნადი კადრების მომზადებას ისახავს მიზნად.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „5 000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 ათასი პლიკანტი სწავლას 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა Do IT in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება და ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადებას ისახავს მიზნად.
სააგენტოს ცნობით, პროგრამის ბოლო ნაკადზე აპლიკანტები 23 ათასზე მეტი განაცხადიდან შეირჩნენ.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს და შემდეგი წლიდან ის უკვე ახალი ფორმით, ახალი სახით და ახალი პროგრამებით განხორციელდება", - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავამ.
სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიმდინარე ნაკადის ფარგლებში აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი კურსები ოთხი ძირითადი მიმართულებიდან აერჩიათ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა/მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტი (AI).
ჩარიცხული აპლიკანტების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
პროგრამირება - 500 სტუდენტი;
მართვა და მხარდაჭერა - 150 სტუდენტი;
ხელოვნური ინტელექტი (AI) - 150 სტუდენტი.
GITA-ს ცნობით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაზე დაფიქსირდა, სადაც 3 798 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge. აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერის დაგეგმვას.