https://sputnik-georgia.com/20261128/expedia-group-saqartvelos-turistuli-kutxit-didi-potenciali-aqvs-301971905.html
Expedia Group: საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას, დიდი პოტენციალი აქვს
Expedia Group: საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას, დიდი პოტენციალი აქვს
Sputnik საქართველო
კონფერენციას ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 28.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-28T19:00+0400
2026-11-28T19:00+0400
2026-11-28T19:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_59403f13b2a41206d5a6d72d5a6ec02d.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, ტურისტული თვალსაზრისით მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს, განაცხადა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სამოგზაურო პლატფორმა Expedia Group Advertising-ის უფროსმა რეგიონულმა მენეჯერმა ლაურა მილოს სანჩესმა.თბილისში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე" გაიმართა, რომელსაც ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.როგორც საერთაშორისო ექსპერტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ თბილისში გამართულ ღონისძიებაზე ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი, მათ შორის არიან ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საერთაშორისო კონფერენცია 3 თემატური სესიისგან შედგებოდა, რომლებიც მოიცავდა კურორტებისა და ტურისტული დანიშნულების ადგილების ბრენდინგს და მარკეტინგს, მართვის თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული კონფერენცია პროფესიული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რაც ხელს უწყობს კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურისტული ადგილების განვითარების მიზნით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებისა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების გაცნობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ad343d39e017c87238d98e3ad2a6d949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
Expedia Group: საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას, დიდი პოტენციალი აქვს
კონფერენციას ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, ტურისტული თვალსაზრისით მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს, განაცხადა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სამოგზაურო პლატფორმა Expedia Group Advertising-ის უფროსმა რეგიონულმა მენეჯერმა ლაურა მილოს სანჩესმა.
თბილისში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე" გაიმართა, რომელსაც ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
„ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, საქართველო ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს", - აღნიშნა სანჩესმა.
როგორც საერთაშორისო ექსპერტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ თბილისში გამართულ ღონისძიებაზე ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი, მათ შორის არიან ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
საერთაშორისო კონფერენცია 3 თემატური სესიისგან შედგებოდა, რომლებიც მოიცავდა კურორტებისა და ტურისტული დანიშნულების ადგილების ბრენდინგს და მარკეტინგს, მართვის თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული კონფერენცია პროფესიული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რაც ხელს უწყობს კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურისტული ადგილების განვითარების მიზნით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებისა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების გაცნობას.