https://sputnik-georgia.com/20261127/saqartvelosi-sesazloa-puri-gazvirdes-mizezebi-301927457.html
საქართველოში შესაძლოა პური გაძვირდეს - მიზეზი
საქართველოში შესაძლოა პური გაძვირდეს - მიზეზი
Sputnik საქართველო
თუ იმპორტზე გადასახადის გამო ფქვილი გაძვირდება და ამას სადისტრიბუციო ჯარიმებიც დაემატება, პური გაძვირდება, აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი 27.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-27T10:48+0400
2026-11-27T10:48+0400
2026-11-27T12:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271192384_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_c7b2ca4737cd5bcd7c15d29e1ac6f88b.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik.მიწოდების პრობლემების გამო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ შესაძლოა პურის მინიმალური ფასის ზრდა გამოიწვიოს, განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.დღეისათვის პურის მინიმალური ფასი 1,1 – 1,2 ლარს შეადგენს.„სოციალური პური მინიმალური მარჟით, დაბალ ფასად იყიდება, სატრანსპორტო ხარჯების ამგვარი ზრდა კი მეპურეებს იძულებულს გახდის, გაზრდილი დანახარჯები პროდუქტის საბოლოო ფასში ასახონ“, - განაცხადა დოლიძემ.მისი თქმით, სატრანსპორტო ხარჯებში ის დისტრიბუტორთათვის გამოწერილ ჯარიმებს გულისხმობს.გარდა ამისა, მისი თქმით, პურის ფასზე ფქვილის გაძვირებაც იმოქმედებს."ბუნებრივია, თუ იმპორტზე გადასახადის გამო ფქვილი გაძვირდება და ამას სადისტრიბუციო ჯარიმებიც დაემატება, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პურის ფასმა უნდა მოიმატოს", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.თბილისი წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს და დღეში 400 ტონამდე პურ-ფუნთუშეულს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, მათ შორის, ხორბლისაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271192384_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_bc7488514f0ebfcd87b55e3e25b4f713.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში შესაძლოა პური გაძვირდეს - მიზეზი
10:48 27.11.2026 (განახლებულია: 12:28 27.11.2026) თუ იმპორტზე გადასახადის გამო ფქვილი გაძვირდება და ამას სადისტრიბუციო ჯარიმებიც დაემატება, პური გაძვირდება, აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik.მიწოდების პრობლემების გამო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ შესაძლოა პურის მინიმალური ფასის ზრდა გამოიწვიოს, განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.
დღეისათვის პურის მინიმალური ფასი 1,1 – 1,2 ლარს შეადგენს.
„სოციალური პური მინიმალური მარჟით, დაბალ ფასად იყიდება, სატრანსპორტო ხარჯების ამგვარი ზრდა კი მეპურეებს იძულებულს გახდის, გაზრდილი დანახარჯები პროდუქტის საბოლოო ფასში ასახონ“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, სატრანსპორტო ხარჯებში ის დისტრიბუტორთათვის გამოწერილ ჯარიმებს გულისხმობს.
„ყველა ბოძზე საჯარიმო კამერებია ჩამოკიდებული, ჯარიმები ავტომატურად იწერება და ქარხნებს დასტებად მისდით. პატარა თანხებზე არ არის საუბარი, ჯარიმების ქვეყანა გახადეს. ინფრასტრუქტურა მოუმზადებელია, მაღაზიებს პროდუქციის მისაღები ბაქანიც კი არ აქვთ", - ამბობს დოლიძე
გარდა ამისა, მისი თქმით, პურის ფასზე ფქვილის გაძვირებაც იმოქმედებს.
"ბუნებრივია, თუ იმპორტზე გადასახადის გამო ფქვილი გაძვირდება და ამას სადისტრიბუციო ჯარიმებიც დაემატება, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პურის ფასმა უნდა მოიმატოს", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
თბილისი წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს და დღეში 400 ტონამდე პურ-ფუნთუშეულს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, მათ შორის, ხორბლისაც.