https://sputnik-georgia.com/20261127/saqartvelos-iusticiis-ministri-somxetis-premiers-sexvda-mtavari-temebi-301954599.html
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერს შეხვდა: მთავარი თემები
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერს შეხვდა: მთავარი თემები
Sputnik საქართველო
მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მისწრაფებას ევროპული ღირებულებების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისაკენ. 27.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-27T22:19+0400
2026-11-27T22:19+0400
2026-11-28T00:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/1b/301950384_54:0:1192:640_1920x0_80_0_0_574fc786ecd4d519070683cc30fe4137.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ევროინტეგრაციის საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის გაიმართა, ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.პაატა სალიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ერევანი მასპინძლობს.საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მისწრაფებას ევროპული ღირებულებების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისაკენ.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რადგან მეზობელი სახელმწიფო ახლა სწორედ ამ პროგრამის განხორციელების ეტაპზეა. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად იმართება, მონაცვლეობით თბილისსა და ერევანში. წლევანდელი მეშვიდე ფორუმი ორ დღეს გაგრძელდება.თემატური სესიების დროს ფორუმის მონაწილეები განიხილავენ მიმდინარე რეფორმებს იუსტიციის სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს, ციფრულ ტრანსფორმაციას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოტენციალს მართლმსაჯულების სექტორში.ფორუმში მონაწილეობას იღებენ ორივე ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების, გენერალური პროკურორების და ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტები.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/1b/301950384_197:0:1050:640_1920x0_80_0_0_a9796b1ff3f8456c2f45b862f856a8e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კავკასია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერს შეხვდა: მთავარი თემები
22:19 27.11.2026 (განახლებულია: 00:09 28.11.2026) მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მისწრაფებას ევროპული ღირებულებების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისაკენ.
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ევროინტეგრაციის საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის გაიმართა, ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
პაატა სალიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ერევანი მასპინძლობს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მისწრაფებას ევროპული ღირებულებების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისაკენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რადგან მეზობელი სახელმწიფო ახლა სწორედ ამ პროგრამის განხორციელების ეტაპზეა. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად იმართება, მონაცვლეობით თბილისსა და ერევანში. წლევანდელი მეშვიდე ფორუმი ორ დღეს გაგრძელდება.
თემატური სესიების დროს ფორუმის მონაწილეები განიხილავენ მიმდინარე რეფორმებს იუსტიციის სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს, ციფრულ ტრანსფორმაციას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოტენციალს მართლმსაჯულების სექტორში.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ ორივე ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების, გენერალური პროკურორების და ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტები.