https://sputnik-georgia.com/20261127/rusetis-tavdacvis-saministrom-ukrainasi-dartymebis-samizneebi-daasaxela-301945186.html
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დარტყმების სამიზნეები დაასახელა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დარტყმების სამიზნეები დაასახელა
Sputnik საქართველო
მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის არმია ურტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, საწარმოებსა და საწყობებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები... 27.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-27T17:07+0400
2026-11-27T17:07+0400
2026-11-27T17:07+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_0:149:3138:1914_1920x0_80_0_0_e5fae1c61e025203ee816b8249186aef.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ღამით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები დაბომბეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.დარტყმების სამიზნეებს შორის იყო ლეტიჩევში მდებარე საწარმო TermoPlast, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწყობს; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი და ქარხანა MPKA-Ukraine ზაპოროჟიეში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ელექტროტექნიკურ პროდუქციას აწარმოებს; და ელექტროქვესადგურები კრივოი როგსა და ჟიტომირში, რომლებიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამარაგებენ.ასევე, დაიბომბა ბილა ცერკვაში მდებარე ლოგისტიკური ცენტრი, სადაც მყარი სარაკეტო საწვავის კომპონენტები ინახებოდა; ოთხი ლოკომოტივი კრივოი როგში, პერშოტრავენსკსა და ბოგდანივკაში, რომლებიც იარაღის გადასაზიდად გამოიყენება; და ასევე გემი შავ ზღვაში, რომელსაც სამხედრო ტვირთები გადაჰქონდა, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის არმია ურტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, საწარმოებსა და საწყობებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ. სამხედროები იყენებენ შემტევ დრონებს და შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს, რომელსაც შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამიზნის განადგურება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_209:0:2940:2048_1920x0_80_0_0_9c2b7b63526ec6c53a6843ebbda6fa47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დარტყმების სამიზნეები დაასახელა
მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის არმია ურტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, საწარმოებსა და საწყობებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ღამით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები დაბომბეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
დარტყმების სამიზნეებს შორის იყო ლეტიჩევში მდებარე საწარმო TermoPlast, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწყობს; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი და ქარხანა MPKA-Ukraine ზაპოროჟიეში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ელექტროტექნიკურ პროდუქციას აწარმოებს; და ელექტროქვესადგურები კრივოი როგსა და ჟიტომირში, რომლებიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამარაგებენ.
ასევე, დაიბომბა ბილა ცერკვაში მდებარე ლოგისტიკური ცენტრი, სადაც მყარი სარაკეტო საწვავის კომპონენტები ინახებოდა; ოთხი ლოკომოტივი კრივოი როგში, პერშოტრავენსკსა და ბოგდანივკაში, რომლებიც იარაღის გადასაზიდად გამოიყენება; და ასევე გემი შავ ზღვაში, რომელსაც სამხედრო ტვირთები გადაჰქონდა, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის არმია ურტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, საწარმოებსა და საწყობებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ. სამხედროები იყენებენ შემტევ დრონებს და შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს, რომელსაც შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამიზნის განადგურება.