მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რატომ შეცვალა ტრამპმა მარკ რუტესთან შეთანხმებული ერთობლივი განცხადება

© AP Photo / Geert Vanden Wijngaertნატოს წევრი ქვეყნების დროშები და ნატოს ემბლემა
ნატოს წევრი ქვეყნების დროშები და ნატოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2026
გამოწერა
ტრამპი და მარკ რუტე ოთხშაბათს საღამოს ფლორიდაში, ამერიკელი ლიდერის, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ, შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის კონფლიქტის გაფართოების არდაშვების შესახებ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ განცხადებას კიევისადმი გაფრთხილებაც დაამატა.
ხუთშაბათს, ტრამპსა და რუტეს შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ ისეთი ქმედებების განხორციელების თავიდან აცილების მნიშვნელობა განიხილეს, რამაც შეიძლება „ომის მასშტაბების გაფართოება“ გამოიწვიოს. მოგვიანებით, ამერიკელმა ლიდერმა განცხადების ფორმულირებას უკრაინული მხარის მიმართ თავშეკავებისკენ მოწოდებაც დაამატა.
„ჩვენ ასევე ვრცლად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთმა და უკრაინამ თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიეთ ომის გაფართოებას გამოიწვევს – ასევე ვისაუბრეთ ომის მშვიდობიანი გზით რაც შეიძლება სწრაფად მოგვარების მნიშვნელობაზე“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ტრამპი და რუტე ოთხშაბათს საღამოს ფლორიდაში, ამერიკელი ლიდერის, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ. ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება, ირანის გარშემო არსებული კონფლიქტი, ჰააგასა და ანკარაში ნატოს სამიტების შედეგები და თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი განიხილეს.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ში განაცხადა, რომ რუტეს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ უამბო.
„პოლიტიკოს“ ცნობით, რომელიც ნატოს ანონიმურ მაღალჩინოსანს ეყრდნობა, ერთობლივი განცხადების პირველი ვერსია შეთანხმდა თეთრი სახლისა და ალიანსის მიერ, ხოლო ამერიკელმა ლიდერმა ვერსია დამოუკიდებლად და კოორდინაციის გარეშე გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელში, TruthSocial-ზე. აღნიშნულია, რომ ეს სიტუაცია, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს ტრამპის უკმაყოფილებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, რომელიც კვლავ უგულებელყოფს ვაშინგტონის მოწოდებებს რუსეთში ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მცდელობების შეწყვეტის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0