რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2026
გამოწერა
საქართველოს აეროპორტებმა გასული წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 6,2%-ით მეტი მგზავრი მიიღეს
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2026 წლის მესამე კვარტალში დაახლოებით 3 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 6,1%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტებმა გასული წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 6,2%-ით მეტი მგზავრი მიიღეს — 1,5 მილიონი. აეროპორტებიდან ასევე 1,5 მლნ მგზავრი გაემგზავრა (+6%).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 94% რეგულარულ რეისებზე მოდის.
ასევე, სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებში 11,6 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 7,6%-ით მეტია 2025 წლის შესაბამის მონაცემებზე.
საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 211,5 ათასი მგზავრი გადაიყვანეს (14,4%-ით ნაკლები).
სატვირთო გადაზიდვები
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 800 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9,2%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, ქვეყნის აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის მოცულობამ 12,3 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 88,2% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11,8% - გაგზავნილი.
ასევე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 25,9 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 26%-ით ნაკლებია 2025 წლის ივლის-სექტემბრის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0