მიტროპოლიტ აბრაამს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2026
გამოწერა
მიტროპოლიტი აბრაამი 25 ნოემბერს, 78 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში 1 დეკემბერს დაკრძალავანენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მიტროპოლიტი აბრაამი 25 ნოემბერს, 78 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს დაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამა წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე. ახლად შესვენებული მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს. დაიკრძალება 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში
მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა" გაავრცელა. მათი ცნობით, მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი იყო. ის 2002 წლიდან ხელმძღვანელობდა დასავლეთ ევროპის ეპარქიას, რომელიც აერთიანებს ქართულ სამრევლოებს იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, მალტაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
ყველა ახალი ამბავი
0