https://sputnik-georgia.com/20261127/kalatburti-saqartvelom-msoflio-cempionatis-sesarcevi-matci-saberznettan-overtaimsi-moigo-301933832.html
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან ოვერტაიმში მოიგო
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან ოვერტაიმში მოიგო
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს 29 ნოემბერს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. 27.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-27T00:40+0400
2026-11-27T00:40+0400
2026-11-27T08:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საბერძნეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272182437_0:195:1500:1039_1920x0_80_0_0_89c275e22e8be605f8dc1fe529e307ed.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან გამართა და ოვერტაიმში 92:88 გაიმარჯვა.ათენში მოპოვებული გამარჯვება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.მატჩი დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრებს NBA-ს მოთამაშეები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე გამოაკლდნენ, თუმცა, კაპიტანი თორნიკე შენგელია მოედანზე იყო და თამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირიც გახდა.ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთი და 27 წამი რჩებოდა, როდესაც საქართველომ რიდის ჩაჭრისა და მისი ზუსტი ორქულიანის შემდეგ 72:68 დაწინაურდა. გუნდებმა ბოლო წუთნახევარში გოლები გაცვალეს, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობა ვერ გაირკვა. ძირითადი დრო ფრედ, 75:75 დასრულდა.საქართველოს ნაკრებმა ბრძოლა ოვერტაიმში განაგრძო, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური შენიშვნების გამო რატი ანდრონიკაშვილი და ალექსანდრე მერკვილაძე ვერ დაეხმარნენ.ალექსანდრ ჯიკიჩის შეგირდებმა შენგელიასა და რიდის თავდადებული თამაშის წყალობით 92:88 გამარჯვება მოიპოვეს.საქართველო მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს 29 ნოემბერს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატზე საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272182437_0:55:1500:1180_1920x0_80_0_0_dbafda27e4a85abdbe995570890a634a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საბერძნეთი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საბერძნეთი
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან ოვერტაიმში მოიგო
00:40 27.11.2026 (განახლებულია: 08:45 27.11.2026) საქართველოს ნაკრები მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს 29 ნოემბერს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან გამართა და ოვერტაიმში 92:88 გაიმარჯვა.
ათენში მოპოვებული გამარჯვება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.
მატჩი დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრებს NBA-ს მოთამაშეები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე გამოაკლდნენ, თუმცა, კაპიტანი თორნიკე შენგელია მოედანზე იყო და თამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირიც გახდა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთი და 27 წამი რჩებოდა, როდესაც საქართველომ რიდის ჩაჭრისა და მისი ზუსტი ორქულიანის შემდეგ 72:68 დაწინაურდა. გუნდებმა ბოლო წუთნახევარში გოლები გაცვალეს, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობა ვერ გაირკვა. ძირითადი დრო ფრედ, 75:75 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ბრძოლა ოვერტაიმში განაგრძო, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური შენიშვნების გამო რატი ანდრონიკაშვილი და ალექსანდრე მერკვილაძე ვერ დაეხმარნენ.
ალექსანდრ ჯიკიჩის შეგირდებმა შენგელიასა და რიდის თავდადებული თამაშის წყალობით 92:88 გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველო მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს 29 ნოემბერს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატზე საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.