ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerლარები და დოლარები
ლარები და დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2026
გამოწერა
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 20 კომერციული ბანკი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 320,41 მლნ ლარით, ანუ 0,41%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 ნოემბერისთვის 78,46 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 632,96 მლნ ლარით, ანუ 1,38%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 312,55 მლნ ლარით (0,96%) შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 11,54 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,93%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 22,14 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე 30,92%-ით ნაკლებია.
უწყების ცნობით, ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,23%-ით, ანუ 513,35 მლნ ლარით და მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით 42,39 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 59,11% შეადგინა, რაც 0,57 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2026 წლის 1 ოქტომბრის მაჩვენებელზე.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 20 კომერციული ბანკი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0