საქართველოდან ცხვრების ექსპორტი კვლავ მზარდია

© photo: Sputnik / Evgenya Shabaevaცხვრების გადარეკვა
ცხვრების გადარეკვა - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
ქართული ცხვრის ძირითადი მყიდველები არიან აზერბაიჯანი, საუდის არაბეთი და ერაყი
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 31,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 234 ათასი სული ცოცხალი ცხვრების ექსპორტი განხორციელდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 8%-ით, ანუ 17 ათასი სულით, ხოლო ღირებულება 40%-ით, ანუ 9 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ქართულ ცხვარს შვიდი ქვეყანა ყიდულობს. მთავარი მყიდველი აზერბაიჯანია, რომელზეც ექსპორტის 46% მოდის. მეორე ადგილზეა საუდის არაბეთი (26%), მესამეზე - ერაყი (13%).
ყველა ახალი ამბავი
0