https://sputnik-georgia.com/20261126/papuasvili-urtiertobebi-saqartvelosa-da-rusets-soris-samartlianobaze-unda-iyos-agebuli--301925109.html
პაპუაშვილი: ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის სამართლიანობაზე უნდა იყოს აგებული
პაპუაშვილი: ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის სამართლიანობაზე უნდა იყოს აგებული
Sputnik საქართველო
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს... 26.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-26T18:25+0400
2026-11-26T18:25+0400
2026-11-26T18:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:193:2048:1346_1920x0_80_0_0_0f76820d3abddff7a3c334aa4d6080b1.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, სამართლიანობაზეა დაფუძნებული, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 19 ნოემბერს მინსკში გაიმართა შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შორის. შეხვედრის შეჯამებისას, ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად, მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია, რადგან ის მნიშვნელოვანია ურთიერთობების დარეგულირებისა და საქართველოს მიერ მთავარი მიზნის - ქვეყნის გაერთიანების - მისაღწევად.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო რუსეთისგან პრაგმატულ მიდგომას ელოდება.„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა სულ ახლახან, გუშინ თუ არ ვცდები, რომ ის მიესალმება პრაგმატულ მიდგომებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხიც სწორედ ეს არის, რომ მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, მოველით, რომ ეს ურთიერთობები თუ დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_820d2e9bd00dddfb5553fe58393c449f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის სამართლიანობაზე უნდა იყოს აგებული
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შორის შეხვედრა მინსკში 19 ნოემბერს გაიმართა
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, სამართლიანობაზეა დაფუძნებული, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 19 ნოემბერს მინსკში გაიმართა შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შორის. შეხვედრის შეჯამებისას, ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად, მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია, რადგან ის მნიშვნელოვანია ურთიერთობების დარეგულირებისა და საქართველოს მიერ მთავარი მიზნის - ქვეყნის გაერთიანების - მისაღწევად.
„ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა. რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. პრეტენზიები თუკი არის წამოყენებული, ის უნდა იყოს სამართლიანი და პრეტენზიებზე პასუხიც უნდა იყოს სამართლიანი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო რუსეთისგან პრაგმატულ მიდგომას ელოდება.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა სულ ახლახან, გუშინ თუ არ ვცდები, რომ ის მიესალმება პრაგმატულ მიდგომებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხიც სწორედ ეს არის, რომ მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, მოველით, რომ ეს ურთიერთობები თუ დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.