აწი მხოლოდ QR კოდით: ღვინოების სავალდებულო ნიშანდების დაწყება გადავადდა

© photo: Sputnikქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლური სასმელების იდენტიფიცირება, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი ნიშანდების (მარკირების) ახალი წესების ამოქმედების 2027 წლის 1 ივლისამდე გადადების ინიციატივით გამოდის.
საქართველოში გასაყიდად განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ნიშანდება თავდაპირველად 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
„გამოიკვეთა, რომ ნიშანდების ამუშავების თარიღი, 1 თებერვალი არ არის საკმარისი ჩვენი მეწარმეებისთვის. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონის მიღების დროს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ჩვენს ბიზნესმენებს, მეწარმეებს, მეღვინეებსა და მევენახეებს, რათა მათ შემდგომში რაიმე პრობლემა არ შეექმნათ“, - განმარტა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.
მისი თქმით, 1 თებერვალს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დასრულებული ექნება პროცედურები ნიშანდების ფორმასთან, ზომასთან, ხარისხთან და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც წარმოებებს მოსამზადებლად დაახლოებით 6 თვე (1 ივლისამდე) ექნებათ.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლური სასმელების იდენტიფიცირება, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
რას მოიცავს ნიშანდება
ალკოჰოლურ სასმელს ექნება სამდონიანი ნიშანდება, რომელიც მოიცავს ღვინის ეროვნული სააგენტოს დიზაინის სიმბოლოს მქონე თვალსაჩინო ელემენტს, ფარულ ელემენტს, რომლის წაკითხვაც მხოლოდ სპეციალიზებული აღჭურვილობით იქნება შესაძლებელი და სპეციალურ საექსპერტო ნიშანს.
QR კოდის სკანირებით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პროდუქტის დასახელება და კატეგორია, მწარმოებლის დასახელება, შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი და სტატუსი, ლოტის ნომერი, ნიშნის სტატუსი.
ნიშანდება თვითგანადგურებადი მასალისგან იქნება დამზადებული: სტიკერის მოხსნისა და სხვა ბოთლზე გადატანის მცდელობისას დამცავი ელემენტები დაზიანდება.
მარკირების პროცესი ღვინის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების რეგისტრაციას და მონიტორინგს.
ყველა ახალი ამბავი
0